debugger podcast — 2020 დეტალური სტატისტიკა

Merab Tato Kutalia
4 min readJan 2, 2021

პირველი ქართული ტექნოლოგიური პოდკასტი დეველოპერული კულტურის, ტრენდული ტექნოლოგიების და კარიერული ზრდის შესახებ.

პოდკასტი შეიქმნა 2018 წლის მიწურულს თუმცა გააქტიურდა 2020 წლის დასაწყისში. ამავე წელს Soundcloud პლატფორმიდან გადავბარგდი Buzzsprout-ზე, რომელიც პოდკასტებზეა ორიენტირებული და ყველა საჭირო ხელსაწყოს მთავაზობს უკეთ სამართავად.

პოდკასტმა მხოლოდ 2020 წელს თებერვლიდან მოყოლებული მოაგროვა 10 000 გადმოწერა (არ ითვლება soundcloud)

რა არის გადმოწერა და რით განსხვავდება მოსმენისგან? გადმოწერა != მოსმენას. აპლიკაცია ან ვებსაიტი როდესაც ფაილს მოითხოვს სერვერიდან, ლოკალურადაც იქეშირებს ხშირად, მსმენელი მერე აპაუზებს, შეიძლება აგრძელებდეს ანდაც გადაახვიოს და 0-დან დაიწყოს, მაგრამ გადმოწერით არ ნიშნავს რომ ყოველჯერზე ითხოვს ფაილს. ამიტომ მოსმენების დათვლა ძალიან რთულია, ითვლიან გადმოწერებს რომელიც მეტ-ნაკლებას ახლოს მიყვება მოსმენების რაოდენობას. Buzzsporut პლატფორმა არის IAB სერტიფიცირებული (მეტი ლინკზე) ამიტომ ეს სტატისტიკა სანდოა.

პერიოდები

soundcloud სტატისტიკა მაინც იყოს თუმცა ეს არ დამითვლია ჯამურ გადმოწერებში. მომავალი წლების სტატისტიკაში აღარ იქნება.

Soundcloud გადმობარგებამდე + 2020
2020 სტატისტიკა თვეების მიხედვით

ფოტოზე მოცემულია მთლიანი 2020 წელი თვეების მიხედვით და ყოველთვიური გადმოწერები.

პანდემია

დასაწყისში ხედავთ ახალ დაწყებულ პოდკასტს თვეში 1200+ გადმოწერა აქვს, ყველაფერი კარგად მიდის და უცებ პანდემია იწყება. გადმოწერების რაოდენობა ძალიან ეცემა და თვეები სჭირდება რომ აღმასვლა დაიწყოს. ეს განპირობებულია იმით რომ მსენელების უმრავლესობა პოდკასტს უსმენს მგზავრობის დროს ხოლო უეცრად სახლში ჩაკეტილი აღმოაჩენ რომ არ გაქვს საკმარისი დრო ამისთვის ან სიტუაცია რომ პოდკასტი ჩაირთო. ახალაღმოცენებული პოდკასტისთვის ცუდი პერიოდია.

რა ხდება სექტემბერში?

ხალხი იწყებს უნივერსიტეტისთვის მზადებას და სჭირდებათ კარიერული რჩევები, იწყებენ ახალ სამსახურებში გადასვლას და ყველაზე დიდი გავლენა ალბათ ამ ვიდეობის სერიამ იქონია:

ამ დროს ჩაიწერა ამ თემასთან დაკავშირებული ეპიზოდები #40 და #43.

შემდგომ ისევ ბუნებრივი ვარდნა lockdown #2-ში 😢.

Facebook რეკლამის შედეგი დეკემბერში

დეკემბრის დასაწყისში ამ მიზნით გავუშვი $15-იანი facebook რეკლამა რომელმაც კარგად იმოქმედა და ახალი მსმენელები შემატა პოდკასტს + ლოგო უფრო ცნობადი გახადა.

ქვეყნები

ქვეყნების მიხედვით რათქმაუნდა დიდი წილი საქართველოზე მოდის თუმცა საზღვარგარეთ მცხოვრები ხალხიც აქტიურია.

სტატისტიკა ქალაქების და ქვეყნების მიხედვით

ტელეფონები და აპლიკაციები

როგორც ჩანს მსმენელების უმრავლესობას აქვს Android ტელეფონი თუმცა როგორც ჩანს იყენებენ ბევრ სხვადასხვა აპლიკაციას ამიტომ საერთო ჯამში დომინანტი აპლიკაცია აღმოჩნდა Apple Podcasts.

ეპიზოდები

მოდი ახლა ვნახოთ რა ხდებოდა ეპიზოდების მიხედვით და რომელი ეპიზოდები გახდა ყველაზე მოთხოვნადი.

დავყოთ 2 ნაწილად, 2020 წელს ყველაზე პოპულარული ეპიზოდები და all-time პოპულარულები.

2020 წლის ტოპ ეპიზოდები:

ხოლო საერთო ჯამში პოდკასტის დაარსებიდან ყველაზე მოთხოვნადი ეპიზოდების სიაში ემატება საწყისი ეპიზოდები.

All time

ვებ-გვერდის ანალიტიკა არ მაქვს თორემ სიამოვნებით შემოგთავაზებდით.

სოც.მედია

2020 დასაწყისში შეიქმნა Facebook გვერდი და მოგვიანებით Facebook ჯგუფი. ორივე ბუნებრივად იზრდება და არ მაქვს არავითარი მიზანი ხელოვნურად გავზარდო.

შეჯამება

ზოგადად პოდკასტი ძალიან ახალგაზრდაა და მეც ბევრი რამე მაქვს სასწავლი როგორც კონტენტის შემქნელს. ამ პოდკასტში არ არიან სტუმრები და მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში მე როგორც წამყვანი ვცდილობ კონკრეტული ერთი თემის გარშემო გავშალო და საინტერესო გავხადო მსმენელისთვის. თუ დააკვირდებით ძველ და ახალ ეპიზოდებს ხარისხის ცვლილებასაც დაინახავთ და შეგიძლიათ ივარაუდოთ რომ სამომავლოდ უკეთესი იქნება კიდევ.

წელს უფრო მეტი საჩუქრების გაცემა იქნება, დაელოდეთ 👀

ყველას დიდი მადლობა და წინ 2021 წლისკენ! 💚

პოდკასტის ბანერებისთვის მადლობა ტერინეს — https://dribbble.com/terine

--

--

Merab Tato Kutalia

Android GDE, Software Engineer, specializing in Android